peace and god bless
აგნესა! შენ ჯერ კიდევ მამის კუბოსთან მუხლმოყრილი, 8წლის გოგო ხარ,ცუდი
კბილებით და უხეში თმებით,მამას არ უყვარდა შენი მოფერება,მარჯვენა ხელს თავზე დაგადებდა ხოლმე სადღესასწაულო პაუზით და კათოლიკე მორწმუნის, ობსკურანტული დარიგებებით გიტენიდა ამ მანგოს ფორმის თავს,რომელშიც უამრავი აზრი, ჩასაძირი გემის ბორტზე, მყოფი ადამიანებივით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს...მერე მამა მოკვდა,მანგოსფერი ედო სახეზე და გამხმარ ხელბზე,შენ დაგავალეს,რომ შუბლზე გეკოცნა, გამოსამშვიდობებლად,მაგარმ ძალიან გინდოდა მოხვეოდი და გეთქვა,რომ გიყვარს ეს უსულო სკულპტურა,რომელიც ეხლა ბევრად ცოცხლად გამოიყურება,ვიდრე სიცოცხლეში...და დაპირდი,რომ ყოველთვის გულში ჩაიკრავდი მშოლის ალერსს გამოუცდელ ბავშვებსს!
აგნესა! წეღან, სახარებაზე დაღვრილი, წითელი ღვინო შენის მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო..სახარება-,,ხარება,, ,,გახარება,,..
.მონაზონს გევალებოდა ქალწული ყოფილიყავი,მაგრამ სიყვარული ამ ღვინის მაგვარი სასმისია და ის ბოლომდე უნდა შესვა,არ უნდა დაღვარო...
17წლის იყავი და დედა ბოლოჯერ ნახე...რამდენჯერ მოგიყოლია მისთვის სიზმრებში შენი და მაკედონელი ბიჭის, ხრისტოსის პირველი ღამე,ის ძლიერი იყო და ზევსივით იცინოდა. შენი ხის ტოტივით მოუქნელი , ვიწრო სხეული თვინიერად მიყვებოდა ბაყაყად ქცეულ ზევსს,რომელმაც სინამდვილის აქოთებულ ზეწრებად აქცია შენი ქალწულობა,მაგრამ თქვი,რომ ,,თუ ადამინებს განსჯი აღარ დაგრჩება დრო მათი სიყვარულისთვის,, და მის შემდეგ , მეძავებს, კაბის კალთებს უკერავ კალკუტის გარეუბნებში.
აგნესა! ეგოისტურია შენი ეს წერილი, ისევე, როგორც სკოპიეს ერთ ერთ მიყრუებულ ქოხში. შავკანიანი ექიმბაშის მიერ. შენი დაუბადებელი ბავშვის მითვისება და დაჟანგული ვედროს,ტკივილებით ამოვსება,მაგარმ შენ მიხვდი :,,სიცოცხლე სევდაა და დაძლიე იგი,,ამის შემდეგ ქალები, დედები ხდებოდნენ შენს ხელებში და მათი გათავისუფლებული საშვილოსნო, შენ მკვლელის კომპლექსისგან დროებით გათავისუფლებდა.
აგნესა !გუშინ ,ღატაკთა სახელით მონიჭებული პრემიის აღებისას, შენ წაიბორძიკე,წაიბორძიკე უამრავჯერ და თითქმის დაგავიწყდა რა უნდა გეთქვა. მოგიტევებს ნობელი აგნესა, ამ ალოგიკურ წერილზე იესო ისე იმხიარულებს ,როგორც მაშინ როცა შენი ,,ბიზნესგეგმა,, გააცანი:
,, სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი,
სიცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვენდი მისით,
სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემე იგი,
სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხი მას ხორცი,
სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღე იგი,
სიცოცხლე - ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე იგი,
სიცოცხლე - ბედისწერაა, თამამად შეები,
სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ,
სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი,
სიცოცხლე - მორევია უბედურებათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე - საგალობელია, გაასრულე იგი,
სიცოცხლე - ბრძოლაა, გახდი მებრძოლი,
სიცოცხლე - უსასრულობაა შეუცნობადის, უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე - გამართლებაა, ნუ გაუშვებ ხელიდან,
სიცოცხლე - ისე მშვენიერია, არ მოაშთო,
სიცოცხლე - შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის,,!
-,,მოეშვი ზმნების ბრუნვას,იყავი ინფინიტივი აგნესა, ამ სირაქლემათა სამოთხეში ყოველთვის წინასწარ გათვლილი კრეტინიზმი იმარჯვებს მითხრა!...
გამოცლილია ღვინის ბოთლი,მასში ეხლა ამ წერილს ვდებ და მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს პავლემ არ ნახოს...ძალიან ძველმოდურია და ვერ გადაიტანს...ვინც ნახავთ,გთხოვთ არ აჩვენოთ პავლეს,თქვენ კი შეგიძლიათ იხალისოთ.
თქვენი დედა ტერეზა
1997წ.5სექტემბერი.დარჯილინგი,ჰიმალაის მთები.
Комментариев нет:
Отправить комментарий